ფაიბერცემენტის ფილების ტექნიკური მონაცემები და უპირატესობები

25/04/2013 16:42

 

   ფაიბერცემენტის ფილები გამიყენება ყველანაირ შენობაში გარე და შიდა  კედლების მოსაპირკეთებლად. 
    წარმოადგენს ავტოკლავში გამომწვარ ბუნებრივ-ბოჭკოვან ცემენტის ფილას..    არის როგორც სწორზედაპირიანი ასევე ხისა და ქვის იმიტაციებით..
  
    მზადდება:  6,8,10,12,14,16,18, 20 მმ. სისქის.
    ზომები:      1250 x 2500 მმ.
                         1250 x 3000 მმ.
 
      უპირატესობები:
 
 1)-  მთლიანად ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებული, გარემოს, ბუნებისა და ადამიანის საუკეთესო მეგობარია.
 2)-  არ შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ არანაირ ნივთიერებას.
 3)-  არ საჭიროებს ზედმეტ მოვლას.
 4)-  მასზე უარყოფითად ვერ მოქმედებს სხვადასხვა მავნე მწერები.
 5)-  საიმედოა ტენიან კლიმატურ პირობებში
 6)-  წყალი მასზე უარყოფით გავლენას ვერ ახდენს
 7)-  არ იწვის და არ დნება ( ცეცხლგამძლეობის კოეფიციენტი A1)
 8)-  შემადგენლობაში მყოფი ცემენტისა და სილიკომანგანუმის დახმარებით შესაძლებელია შეიღებოს ნებისმიერი ტიპის საღებავით. 
 9)-  ფილები ხის იმიტაციით, მიუხედავად იმისა რომ ძალიან გავს ხეს, მონაცემებით მასზე ბევრად უფრო მაღლა დგას.
10)-  არ იკეთებს ფუღუროს..თეორიულად მისი არსებობის ვადა უსაზღვროა.. 
11)-  ზღვის ტენიანობა ვერ ახდენს მასზე უარყოფით გავლენას და ამის გამო ზღვისპირა რეგიონებში შეუდარებელია  შენობების მოსაპირკეთებლად.          
12)-  უარყოფით გავლენას ვერც მზის ულტრაიისფერი სხივები ახდენენ.
13)-  წყალგაუმტარია.. წყლის გამტარიანობა ბეტონზე ბევრად დაბალი აქვს.
14)-  შესაბამისი ხელსაწყოებით ადვილად მონტაჟირებადია.
15)-  არ საჭიროებს თაბაშირის გადაკვრას და ამ მხრივადაც მისი შენობებში გამოყენება ეკონომიურია.
16)-  მსუბუქია და ადვილად გადასატანი.
17)-  უსუნოა და ჯანმრთელობისათვის არანაირ მავნე გაზს არ გამოყოფს.
18)-  ცხოველური ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მიმართ გამძლეობით ხასიათდება.
19)-  ხმისა და თერმული იზილაციისათვის კარგი საშუალებაა.
20)-  სხვადასხვა საიზოლაციო საშუალებებზე შესაძლებელია მისი მიმაგრება..ამ კუთხით შეიძლება გამოვიყენოთ როგორც
სენდვიჩ პანელი.



   .მხოლოდ ერთადერთი კომპანია აწარმოებს აღმოსავლეთ ევროპაში, ავტოკლავში გამომწვარ, უნიკალური მეთოდით, ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებულ ფაიბერცემენტის ფილებს თურქეთში, და ამ კომპანიის წარმომადგენლები ჩვენა ვართ.